GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორმა სიღნაღში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

25 ივლისი, 2017

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სოფელ ბოდბისხევში საბავშო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის მიხედვით ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც 420 ათასი ლარი იხარჯება. ბოდბისხევის საბავშო ბაღის მშენებლობისთვის კი 370 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. ორივე ობიექტზე სარეაბილიტაციო საამუშაოები ბოლო 40 წელია არ განხორციელებულა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. საბავშო ბაღის ახალი ევროპული სტანდარტების შენობის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე პროქეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia