GEO ENG

სიახლეები

აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები კახეთის რეგიონში

27 მარტი, 2018

კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო. 1300 ცალი სპეციალური დამჭერი ხაფანგი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა.
დღეს, პირველი ასეთი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. 

მონიტორინგის სისტემების განთავსების პროცესს ესწრებოდნენ: სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს უფროსი  - ზურაბ ჩეკურაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული- ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ხანდამაშვილი და მედიის წარმომადგენლები.
მონიტორინგის სიტემების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მავნებლის დროულად იდენტიფიცირებას და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად გატარებას.აზიური ფაროსანას მნიშვნელოვნი  გავრცელება კახეთის რეგიონში მოსალოდნელი  არ არის, რადგან სასოფლო - სამეურნეო პრეპარატების გამოყენების გამოცდილება და პრაქტიკა საკმაოდ მაღალია. მაგრამ იქნება მუდმივი დაკვირვება და  საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად გატარების შედეგად მოხერხდება მისი პოპულაციის შემცირება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება.  



სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia