GEO ENG

სიახლეები

კახეთის და ბერგუედას მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

1 მარტი, 2019

28 თებერვალს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოს ერთ-ერთი მხარის - ბერგუედას წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, თელავის ისტორიულ მუზეუმში ბერგუედას რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სევილა ლორენცო ალტოზანომ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ირაკლი შიოშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. მემორანდუმის გაფორმებით, მხარეები თანხმდებიან რეგიონული განვითარების მიმართულებით, ბერგუედასა და კახეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ორმხრივად ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის. მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის არეალი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკა, კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, ბიზნესი და ტურიზმი. ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, კერძოდ, კახეთის რეგიონის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზიტ კახეთი“-ს (DMO) ხელმძღვანელმა - მალხაზ ჭრელაშვილმა, სააგენტოს -“კვლევა და ინოვაცია სამშენებლო განვითარების გადაწყვეტილების შესახებ” წარმომადგენელმა - ვალერი გულბანმა და ბერგუედას რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სევილა ლორენცო ალტოზანომ სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia