GEO ENG

სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

9 აგვისტო, 2019

7 აგვისტოს, პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მცხოვრებლებს შეხვდნენ. 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება. სოფელ ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქვემო ქედში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ დაურეგისტრირებელი მიწები და წყალმომარაგება მთავარ პრობლემურ საკითხად დაასახელა. შეხვედრაზე იმსჯელეს დილიჩის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოგვარებაზეც.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia