GEO ENG

სიახლეები

კახეთში სახანძრო-სამაშველოს ახალი შენობა გაიხსნა

9 ნოემბერი, 2015

თელავში სახანძრო-სამაშველოს ახალი შენობა გაიხსნა. სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო სრულად გარემონტდა. აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. მეხანძრე-მაშველებისთვის აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა, ავტოფარეხი და მოხდა ეზოს კეთილმოწყობა. მეხანძრე მაშველებს გადაეცათ ყოველდღიური და საბრძოლო ფორმები. სპეციალურად ამ დღისთვის მეხანძრე-მაშველების მიერ გაიმართა სიმულაციური ჩვენებაც.
შენობის გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia