GEO ENG

სიახლეები

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ

14 ნოემბერი, 2019

დღეს, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ.
IOM საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს გააცნეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, IOM-ის მიერ კახეთის მხარეში ჩატარებული და დაგეგმილი აქტივობები. სახელმწიფო რწმუნებულმა გამოთქვა თანამშრომლობის მზაობა. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, გაზაფხულზე, კახეთის რეგიონში, დიასპორების მოწვევისა და ფორუმის ჩატარების თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, დაზუსტდა თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი აქტივობების განხორციელების ვადები.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალამახელიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia