სიახლეები
''ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015''
თელავის მერიის მიერ საგარეო ურთიერთობებით მიღწეული შედეგები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინკლუზიური პროგრამა იმ 10 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა, რომელიც 2015 წელს თვითმმარველ ორგანოებში განხორციელდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯოლდო თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გზირიშვილს გადაეცა. ჯილდო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” კონფერენციაზე გადასცა. კონფერენციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მერები და გამგებლები ესწრებოდნენ.