სიახლეები
ირაკლი შიოშვილი თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარდგა
2 ივნისი, 2021
დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) - თელავის დემოკრატიის სკოლამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა ნარეკლიშვილს და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძეს გაერთიანებულ ფორმატში უმასპინძლა.
ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეების წინაშე გასული და მიმდინარე წლების ანგარიშით წარდგნენ.
ირაკლი შიოშვილმა დამსწრე აუდიტორიას კახეთში, რეგიონულ ჭრილში განხორციელებული და დეგეგმილი პროექტები გააცნო, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიღწეულ შედეგებსა და 2021 წელს განსახორციელებლ პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.