GEO ENG

სიახლეები

ჯეიმს აპატურაის ვიზიტი კახეთში

1 ივლისი, 2021
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თორნიკე ფარულავასთან ერთად კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
ოფიციალურ სტუმრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა მუზეუმები და ეკლესია- მონასტრები, გაეცნო ქართველი ხალხის წარსულს. ამავდროულად, გასტრონომიული ტურის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა.
კახეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში განაგრძობს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia