GEO ENG

სიახლეები

კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება აქტიურად გრძელდება

2 სექტემბერი, 2021
კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი აქტიურად გრძელდება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვალერი გოგსაძესთან ერთად, ყვარელში იმყოფებოდა, სადაც შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მევენახე ფერმერებს შეხვდა.
,,27 აგვისტოდან დღემდე 9000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენია გადამუშავებული. ეს პროცესი გრძელდება, დღეს პირადად დავესწარი ყვარელში, ქარხანაში ყურძნის მიღებას და მინდა აღვნიშნო, რომ ფერმერებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ დაზიანებული მოსავლის ჩაბარება. დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება" - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
1 სექტემბრის მდგომარეობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 8 მლნ ლარს აღწევს.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 9 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia