სიახლეები
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს
ყვარლის მუნიციპალიტეტში ზაფხულის პერიოდში, რამდენჯერმე მომხდარი სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი
სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ, სადაც ივლისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გადახურვის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყვარელში 60- მდე საცხოვრებელი სახლი უკვე გადაიხურა, ეს პროცესი გრძელდება და აგვისტოს თვეში განმეორებით მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვაც, მთავრობის მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში დაიწყება.