GEO ENG

სიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაისუბანსა და თელაში კახეთის სახელმწიფო რმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურიასთან ერთად ახლად აშენებული საბავშვო ბაღები საზეიმოდ გახსნა.
თელასა და ბაისუბანში ახლად აშენებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდა ეზო და მოეწყო გასართობი საბავშვო მოედნები. საბავშო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. თითოეული პროექტის ღირებულება 763 000 ლარს შეადგენს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia