სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19 ოქტომბერი, 2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ბეგიაშვილი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ყარაჯალაში 3,2 კმ გზის საფარი სრულად მოწესრიგდება და 9000 ადგილობრივი ბენეფიციარი მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 218 030 ლარს შეადგენს.