სიახლეები
ირაკლი შიოლაშვილი დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს - დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე სპეციალური მომხსენებელი გაეცნო კახეთის რეგიონში ადრეულ ასაკში ქორწინების,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებულ მდგომარეობას. მოისმინა სახელმწიფი რწმუნებულის- გუბერნატორის აპარატის ხედვა და გაეცნო სახელმწიფო პოლიტიკასა და სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური ესწრებოდა.
დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში . მან 2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.