სიახლეები
ილიაობა - 2022
8 ნოემბერი, 2022
დღეს, ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა ილიას მშობლიურ ყვარელში, საზოგადო მოღვაწის ახლად რეაბილიტირებული ბარელიეფი გვირგვინით შეამკეს.
პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქ. ყვარლის შესასვლელში მდებარე სკვერისა და ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის რეაბილიტაცია განხორციელდა.
დღესასწაულის აღნიშვნა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანდიოზული ღონისძიებების აღნიშვნით გაგრძელდა.