GEO ENG

სიახლეები

გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

23 იანვარი, 2023
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების მიხედვით შეაჯამეს 2022 წელს შესრულებული სამუშაო და 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება, თათბირზე ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხზე.
მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia