GEO ENG

სიახლეები

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

31 იანვარი, 2023
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტთან ეუჯენიო ჯანისთან და ქ. მონტეპულჩანოს მერ, მიკელე ანჯოლინისთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ორი რეგიონის კახეთი- ტოსკანა და ქალაქების გურჯაანისა და მონტეპულჩანოს ერთობლივ თანამშრომლობაზე და დამეგობრების საკითხზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კახეთის და ტოსკანას, როგორც მეღვინეობა - მევენახეობის მდიდარი ტრადიციების მქონე ორი რეგიონის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივას.
ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტმა ეუჯინიო ჯანიმ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისა და შემოდგომაზე, კახეთში ვიზიტის თაობაზე, ასევე, ქართულ მხარეს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia