GEO ENG

სიახლეები

აფენის #2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

14 მარტი, 2023
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დასრულდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის 2-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო სივრცეები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა გათბობისა და ელექტრობის ახალი სისტემები.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 600 ათასი ლარამდეა ასევე რეაბილიტირდა ორსართულიანი შენობის ფასადი.
სკოლაში დასრულებული სამუშაოები დღეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და ლაგოდეხის მერ, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia