სიახლეები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
15 მარტი, 2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
საზღვირსპირა სოფელ საბათლოში წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი.
საჯარო სკოლის შენობაში, პირველ სართულზე მოეწყო საბავშვო ბაღისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
საბათლოს ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულის თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილმა მოინახულეს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 200 000 ლარი შაედგინა.