GEO ENG

სიახლეები

გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხში პროგრამა ''განახლებული რეგიონების'' მიმდინარეობას გაეცნო

12 მაისი, 2023
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონები" ლაგოდეხში აქტიურად ხორციელდება
პროგრამის ფარგლებში ქალაქ ლაგოდეხში 4 ჰექტარზე ახალი მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული , გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, რაც გულისხმობს, როგორც დასასვენებელი, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას.
დასრულების ეტაპზეა საირიგაციო სისტემისა და სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდება გარე განათება და მოხდება ტერიტორიის გამწვანება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ლაგოდეხში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ჩამოსული ვიზიტორებისათვის.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia