GEO ENG

სიახლეები

თუშეთში მთის დღე აღინიშნება

15 ივლისი, 2023
მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით “მთის დღეებს” მასპინძლობს თუშეთი.
ტერიტორიაზე სხვადასხვა, მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი ღონისძიება მიმდინარეობს.
თუშეთში მთის დღის აღნიშვნას ვიზიტორებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ესწრებიან.
"მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთის დღე აღინიშნება თუშეთში. ველოდებით უამრავ ვიზიტორს, რადგან თუშეთი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის განსაკუთრებული დანიშნულების ადგილია.
დღის მანძილზე გაიმართება თუშური დოღი, რეწვის მასტერკლასი, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება ცნობილი შეფ-მზარეულების და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მომზადებული თუშური სამზარეულო.
საღამოს რანინელები შემოგვთავაზებენ მუსიკალურ ნომრებს კოცონთან. გელოდებით ყველას ამოდით მთაში, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს უნიკალურ კუთხეში მთის დღე"- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia