GEO ENG

სიახლეები

გურჯაანში ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

22 ივლისი, 2023
გურჯაანში, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ევროპის შვიდი ქვეყნიდან.
ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ.
ჟიურიმ საუკეთესო ქართველ სპიკერად დეა ვეფხვაძე დაასახელა. საუკეთესო ევროპელი სპიკერი კი ლიეტუვას წარმომადგენელი - აუსტეია მიკნევიჩიუტე გახდა.
პროექტი პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia