GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონს ორი, ახლად აშენებული საბავშვო ბაღის შენობა შეემატა

18 სექტემბერი, 2023
კახეთის რეგიონში, ახლად აშენებული საბავშვო ბაღის ორი შენობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ოფიციალურად გაიხსნა.
კაკაბეთის საბავშვო ბაღის გახსნას ადგილობრივებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, თანამედროვე სტანდარტების მქონე, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 749 428 ლარით დაფინანსდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia