GEO ENG

სიახლეები

კახეთში გასტრონომიული კონგრესი გაიმართა

2 მარტი, 2024
კახეთში გასტრონომიული კონგრესი გაიმართა
ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთობლივი თანამშრომლობით, კაჭრეთში პირველად გაიმართა ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, რომელსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
გასტრონომიული კონგრესი ოფიციალურად გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს -კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ და ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს მთელი რეგიონიდან.
კონგრესის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ.
კონგრესის იდეის ავტორია პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი, ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქპატენტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, DMO - " Visit Kakheti", Basque Culinary Center, Mantala.eus, საქართველოს ბანკი, თელიანი ველი და დერგი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia