GEO ENG

სიახლეები

ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 141 წელი გავიდა

23 აპრილი, 2024
 
დღეს, ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 141-ე წლისთავზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის, მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ქეთევან იაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ასევე, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში დოკუმენტური ფილმის - ,,ქეთევან იაშვილი" ჩვენება გაიმართა.
ქეთევან იაშვილი წლების მანძილზე აგროვებდა ფერწერულ ტილოებს და ბოლოს იგი გახდა ბრწყინვალე კოლექციის მფლობელი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცა თავის მშობლიურ ქალაქს. ქეთევან იაშვილი მისივე ანდერძის თანახმად, დაკრძალულია თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia