GEO ENG

სიახლეები

თელავში გამწვანების აქცია ჩატარდა

22 აპრილი, 2024
დედამიწის დღესთან დაკავშირებით თელავში, გამწვანების აქცია ჩატარდა.
გამწვანების აქციის ფარგლებში თელავში, გიგოს გორაზე ტუიას 200 ნერგი დაირგა.
გამწვანების აქციაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა და გარემოსდამცველმა კახა სუხიტაშვილმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
გიგოს გორაზე გამწვანების აქციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა შემეცნებითი ექსკურსი გარემოსდაცვით საკითხებზე.
გამწვანების ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია “Green for Georgia”-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia