სიახლეები
შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან
16 აგვისტო, 2024
რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნციპალიტეტში, ადგილობრივი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ყველა ის საკითხი, რომელიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.