სიახლეები
გზების ინფრასტრუქტურა თელავში
12 აგვისტო, 2024
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ თელავში გადის და თბილისის გზატკეცილს, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს მოიცავს.
მიმდინარე სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. გარდა ასფალტის საფარისა, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმიწფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 მილიონი ლარია.