GEO ENG

სიახლეები

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის საზეიმო დახვედრა აეროპორტში

4 აგვისტო, 2024
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დედოფლისწყაროელი, ლაშა ბექაური სამშობლოში დაბრუნდა
ოლიმპიურ ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება - 2,278,444 ლარს შეადგენს.
სოფელ არხილოკალოს სპორტულ კომპლექსს სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლაშა ბექაურის სახელი მიენიჭება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia