GEO ENG

სიახლეები

გურჯაანსა და კარდენახში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა

7 ოქტომბერი, 2016

დღეს ქალაქ გურჯაანის №4 და კარდენახის №2 საბავშვო ბაღები გაიხსნა. აღსაზრდელებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა მიულოცეს.
ქალაქ გურჯაანის №4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ბავშვთა საძინებელი და საბავშვო ბაღი სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 256884 ლარია. სამუშაოები შ.პ.ს რებილდმა შეასრულა.
სოფელ კარდენახის №2 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩაუტარდა. საბავშვო ბაღი ახალ შენობაში გადავიდა. ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულო ოთახი, ბავშვთა საძინებელი და შემოიფარგლა ეზო. სამუშაოები შ.პ.ს მონოლითმა შეასრულა. პროექტის ღირებულება 101550 ლარია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia