GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორი პანკისში მოსახლეობას შეხვდა

19 ოქტომბერი, 2016

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ის   პირველი მოადგგილესთან ზურაბ არსენიშვილთან  და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ  ბექა ბაიდაურთან ერთად  პანკისის ხეობაში ჩავიდა და  მოსახლეობას შეხვდა.   შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, პანკისის ხეობის   მცხოვრებლებმა  გუბერნატორს  სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ახალგაზრდების დასაქმებაში მხარდაჭერა სთხოვეს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნები სოფლებში   წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემის გამართვაა. გუბერნატორმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა რაც  2013  წლიდან დღემდე განხორციელდა ხეობაში და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia