სიახლეები
კახეთის გუბერნატორმა თელავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
11 ნოემბერი, 2016
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ თელავში ე. წ აჩინებულის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის 4000 კვმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. გზას, რომელიც მიმდებარე სოფლებს და ღვინის კომპანიებს აკავშირებს თელავთან ბოლო 25 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც სავალი ნაწილი ისე იყო დაზიანებული, რომ გადაადგილება ჭირდა. პროექტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათას ლარი დაიხარჯება.