სიახლეები
შეხვედრა სოფელ დუისში
6 დეკემბერი, 2016
კახეთის გუბენატორი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში როდი სკოტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. დასკვნითი ღონისძიება ფონდის „უკეთ გავიცნოთ საქართველო“ პროექტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა მიიღეს.
პროექტი ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ითვალისწინებდა. რაც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევდა უკეთ გაეცნოთ და მოენახულებინათ საქართველოს თითქმის ყველა მხარე და ისტორიული ძეგლები.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.