GEO ENG

სიახლეები

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 123-ე წლისთავი აღინიშნა

18 აპრილი, 2024
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად, "ძველ ბაღში" ელენე ახვლედიანის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წელს პირველად, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეს, ტარდება კონკურსი თავისუფალ მხატვრობაში, რომელშიც სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებულ პირები იღებენ მონაწილეობას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო ფერწერა, საუკეთესო კომპოზიცია და საუკეთესო ტექნიკა.
გამარჯვებულებს მერიისგან ფულადი ჯილდო - 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia