GEO ENG

ადმინისტრაცია

სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო რწმუნებული ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს - ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.
სახელმწიფო რწმუნებული შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს;
საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში;
საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს და სხვა (სრულად იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ). სახელმწიფო რწმუნებულის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia